პირბადის გამოუყენებლობისთვის ქვემო ქართლში 810 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ქვეყანაში 20 811 ადამიანი დაჯარიმდა, საიდანაც 810 ქვემო ქართლში დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 20 ლარით ჯარიმდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს სამედიცინო ნიღბის ტარება მოეთხოვებათ, როგორც დახურულ ისე ღია სივრცეში.