ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.

წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჯებირი და პოლიციის კორდონი გაარღვიეს.