ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი ქვემო ქართლში

 ოქტომბერში ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოვლინდა.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანაში ჯამში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 93 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 2 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების ცნობით, ამავე პერიოდში, ქვეყანაში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.