არის თუ არა თავისუფალი სტაციონარული საწოლები რუსთავში?

რუსთავში კოვიდის მიმღებ და ცხელების ცენტრებში პაციენტების განსათავსებლად საწოლ ფონდები უკვე შეივსო.

კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის სამკურნალოდ ჯამში 83 სტაციონარული საწოლი არის გამოყოფილი, მათ შორის 80 უკვე დაკავებულია.

სამედიცინო დაწესებულების ცხელების ზონაში ამ დროისთვის 14 პაციენტია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის 9 დადასტურებული შემთხვევაა, დანარჩენი 5 კი ტესტის პასუხს ელოდება.

რაც შეეხება ცენტრალურ საავადმყოფოს, კოვიდის სამკურნალოდ გამოყოფილი 80 სტაციონარული საწოლიდან არცერთი მათგანი თავისუფალი არ არის. ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 10 საწოლი რეანიმაციული, ხოლო 50 თერაპიული განყოფილებიდან გამოიყო. დამატებითი 20 საწოლი საეჭვო და მსუბუქი პაციენტების მისაღებად მობილიზდა.