რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. სამოქალაქო სექტორის მტკიცებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რუსთავში არ გაყალბებულა.
ისინი აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატის, დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომ “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ შემოხაზული ბიულეტინები გაბათილდა, ტყუილია.
სამოქალაქო აქტივისტებმა პარტიის ოფისთან სიმბოლურად, გუდები მიიტანეს. ისინი დავით კირკიტაძეს მოუწოდებენ, რომ რუსთავისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კანონპროექტს “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” მხარი დაუჭიროს.
“რამდენიმე დღის წინ ბატონმა დავითმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რუსთავში გაბათილებული მაჟორიტარული ბიულეტინების უმრავლესობაზე რუსთაველებს მისთვის სასიკეთოდ ჰქონდათ ხმა მიცემული, რაც ტყუილია. ჩვენა აქ შეკრებილი დამკვირვებლები, კომისიის წევრები, ერთხმად ვაცხადებთ, რომ გაბათილებული ბიულეტინების უმრავლესობა სადავოდაც კი არ გაუხდიათ “ნაცმოძრაობის” წევრებს თვითონ საარჩევნო უბანზე. შესაბამისად ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, თუ რატომ არ უნდა დაეთანხმონ არჩევნების შედეგებს.
გაბათილებული ბიულეტინების გუდა მივუტანეთ ბატონ დავითს და გადავეცით საჩუქრად. თუმცა ამ გუდით მაინც თავის უშუალო კონკურენტს ვერც კი მიუახლოვდება პროცენტულად, მაგრამ მაინც ვჩუქნით და მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ მხარი დაუჭიროს გარემოსდაცვითი კანონის გამკაცრებას, რომელიც რუსთავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგი შანიძემ.