აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ცეცხლი დაანთეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცესკოთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს.