რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ერთი მათგანი რუსთაველია, მეორე – დუშეთის, ხოლო მესამე გარდაბნის მკვიდრია. ინფიცირებული პაციენტების ასაკი 30-დან 70 წლამდე დიაპაზონში მერყეობს.
ცხელების ცენტრში ამ დროისთვის კიდევ 9 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან.
კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკა “რუსთავში” გამოკვლეულ 4 პაციენტს. ინფიცირებულები რუსთაველები არიან. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ამ დროისთვის კიდევ 18 ადამიანის პასუხს ელოდებიან.