ბათუმში კორონავირუსით 73 წლის ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში  73 წლის ექიმი გარდაიცვალა.

როგორც „მედცენტრში” აცხადებენ,  პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა და ის კლინიკის ექიმი იყო.

როგორც ცნობიი ხდება, ხანშიშესულ ექიმს ვირუსი 14 ნოემბერს დაუდასტურდა და ის სტაციონარში ფილტვების 80 პროცენტიანი დაზიანებით მოათავსეს.

“მას გულის იშემიური დაავადება აღენიშნებოდა, – შუნტირება ჰქონდა გაკეთებული. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადეს კლინიკაში.