გადაადგილების შეზღუდვა გამკაცრდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვის დრო გაიზარდა და 22:00 საათის ნაცვლად, 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 საათიდანაა შეზღუდული.

გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ორი ღამით, ახალ წელს მოიხსნება. ეს იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე გადადგილება ნებადართულია. ასევე, შობის ღამე — 6 იანვრის ღამე.