გამყრელიძე: თვითიზოლაციაში გადასვლის მიზეზი თენგიზთან კონტაქტი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი თვითიზოლაციაში გადასვლის მიზეზი თენგიზ ცერცვაძესთან კონტაქტი არ ყოფილა.

გამყრელიძის განცხადებით, მას გასულ დღეებში არაერთ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

„თვითზიოლაციაში გადავედი დღეს, მაგრამ არა ბატონ თენგიზთან დაკავშირებით. გუშინ და გუშინწინ ბევრ ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი, ძირითადად დაცული, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, თვითმონიტორინგი ვაწარმოო. ჯერჯერობით, სიმპტომები არ მაქვს“, -განაცხადა გამყრელიძემ.