გარდაბნის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის მერი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, ა(ა)იპ ცენტრებისა და შპს-ების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 28 343 000  ლარით განისაზღვრა.მომავალი წლის პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი,დასუფთავება და გარემოს დაცვა, , მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები განისაზღვრა.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სხვადასხვა მიმართულებებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – 6 647 000 ლარი.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 8 648 488 ლარი.
დასუფთავება და გარემოს დაცვა – 1 668 000 ლარი.
განათლება – 5 779 571 ლარი.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 3 520 441 ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 2 579 500 ლარი.

სხდომაზე, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 9 თვიანი ანგარიში მოისმინეს.