საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა” საოლქო და საუბნო კომისიებში დამკვირვებლები არ ეყოლება. ამის შესახებ პარტიის წევრმა და მე-12 სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
“ის, რაც ქვეყანაში მოხდა, არ შეიძლება, არჩევნები ეწოდოს. მეორე ტურში იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, რომ საარჩევნო გარემო გაჯანსაღდეს და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღოთ პროცესი, რომ არჩევნები ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. ჩვენი დამკვირვებლები, აბსოლუტურად ყველანი, საოლქო და საუბნო კომისიებიდან გამოწვეულები არიან”, – აღნიშნა კირკიტაძემ.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც.