დაპირისპირება N30 საარჩევნო უბანზე

30-ე საარჩევნო უბანზე,  36 ბაღის შენობაში, TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უბანზე პროცედურული შეცდომა დაფიქსირდა და დაპირისპირებაც სწორედ ამან გამოიწვია.

ადგილზე მოვიდა N20 საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური. ამ დროისათვის ვითარება უკვე სტაბილურია.