დეკემბრიდან რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკა კოვიდის მიმღებ ცენტრად გადაკეთდება,- ამის შესახებ TV4-ს რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კოორდინატორმა თეა ბაკაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ქვემო ქართლის მხარეში დამატებითი საწოლების მობილიზება დეკემბრის თვიდან იგეგმება.
კერძოდ, ამ დროისთვის ქვემო ქართლის მასშტაბით არსებული 340 საწოლი დაკავებულია და სტაციონარების გათავისუფლებას დღის ბოლომდე ელოდებიან.
მისივე ინფორმაციით, დეკემბრიდან კოვიდის მიმღებ ცენტრად გადაკეთდება თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულება, სადაც 15 საწოლია მობილიზებული. ასევე კოვიდკლინიკა მოეწყობა მარნეულის „ავერსის“ ფილიალში, სადაც 30 საწოლი იქნება გამოყოფილი.
რაც შეეხება რუსთავს, კოვიდკლინიკად მარდალეიშვილის სამედიცინო დაწესებულება გადაკეთდება და კლინიკაში კოვიდპაციენტებისთვის 50 საწოლის მობილიზება მოხდება.