რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეული 61 პირიდან, კორონავირუსი 33-ს დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში TV4-ს განუცხადეს, ყველა მათგანი რუსთაველია და პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ მკურნალობას.
სამი პაციენტის ტესტის პასუხი დედებითია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსთაველია და მათ შორის ორი ასაკოვანია. ცხელების ზონაში დღე-ღამის განმავლობაში ექვსი პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან სამს ვირუსი არ დაუდასტურდა.
ცნობისთვის, “კოვიდ-19” დაუდასტურდა, კლინიკა “რუსთავის” შვიდ პაციენტსაც.ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან ორი სამედიცინო პერსონალია. დღე-ღამის განმავლობაში ცხელების ზონაში 25 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი შვიდ მათგანს დაუდგინდა. ამასთან, “კოვიდ 19”-ზე კიდევ 20 პირის საკვლევი ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს და პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.