დმანისში ბაღები დაიკეტა, სკოლების საკითხი განხილვაშია

დმანისის მუნიციპალიტეტში ბაღები დაიკეტა, სკოლების საკითხი განხილვაშია.

როგორც TV4-ისთვის ხდება ცნობილი, დმანისში ორი კვირის ვადით, ბაგა ბაღებში სწავლა შეწყდა. როგორც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის უფროსმა, ნინო ოქრიაშვილმა TV4-ს განუცხადა, გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. დმანისის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გუშინ  შეწყდა და შეზღუდვა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

რაც შეეხება სკოლებს, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, საკითხი განხილვაშია. ამ ეტაპზე განათლების სამინისტროსგან, ოთხი სკოლის დაკეტვის თაობაზე ელოდებიან პასუხს. მუნიციპალიტეტში ჯამში 27 სკოლაა,  სკოლების დაკეტვის რეკომენდაცია რესურსცენტრმა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მიიღო.