მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდა.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდა შემდეგ ქალაქებში:
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში.
ამასთან, იკრძალება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.