დღეიდან, დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწტებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„ეს შეზღუდვა გავრცელედება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწსებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ცქიტიშვილმა 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე