ეპიდვითარება თეთრიწყაროში: ვირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა

ჯანდაცვის ცენტრის თეთრიწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსი  სწრაფი ტესტით ოთხ პაციენტს დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში TV4-ს განუცხადეს, ინფიცირებული პირებიდან ორი თეთრიწყაროს, ხოლო ორი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მცხოვრებია.

ამასთან, როგორც TV4-ისთვის ხდება ცნობილი, თეთრიწყაროს სამედიცინო დაწესებულების ცხელების ცენტრად გადასაკეთებლად, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის თეთრიწყაროს კლინიკა  ამ ეტაპზე პაციენტებს კორონავირუსზე მხოლოდ სწრაფი ტესტით იკვლევს, ხოლო “პი-სი-არ” ტესტირებას თეთრწიყაროს საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნვლყოფს.