ერევანში თავისუფლების მოედანზე მოსახლეობა აქციას მართავს. „ნიკოლი მოღალატეა“ – ამ შეძახილებით სკანდირებენ მომიტინგეები.
ერევნის ცენტრში აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები დააკავა. ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენლმა, აქციაზე გამოსვლისას ომის დროს სომხეთის ერთიანობას გაუსვა ხაზი.
„ის დამნაშავეს ორ წელიწად-ნახევარი ეძებდა, რათა ნათელი არ გამხდარიყო, რომ ერთადერთი დამნაშავე არის ის და მისი გუნდი. ამიტომაც ის უნდა წავიდეს“, – აცხადებს გეგამ მანუკიანი.
პარტია „ერთი სომხეთის“ დამაარსებელმა, არტურ კაზინიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ისინი მტრისთვის მიწის ჩაბარებას არ აპირებენ.
„მტერმა სიუნიკამდე მიაღწია. ჩვენთვის კითხვის გარეშე, მათ მიწები დათმეს, რადგან იცოდნენ, ჩვენ არ დავთანხმდებოდით“, – აცხადებს არტურ კაზინიანი.
ოპოზიციის ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვაზგენ მანუკიანის განცხადებით, ყველაფერი ორ წელიწად-ნახევრის წინ მომზადდა.









