იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე თანამდებობაზე განწესდა. უვადოდ დაინიშნა მოსამართლეთა ის ნაწილი, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ხოლო დანარჩენი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით განწესდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა 18 ნოემბერს გაიმართა.
ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, თანამდებობებზე შემდეგი მოსამართლეები დაინიშნენ:
ბარდაველიძე ლევან – ბოლნისის რაიონული სასამართლო;
გიორგაძე ნინო – ბოლნისის რაიონული სასამართლო;
ჩიქოვანი გვანცა – ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში;
შოშიაშვილი მაია – რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი სააპელაციო და რაიონულ(საქალაქო) სასამართლოებში არსებულ 99 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსში 68 კონკურსანტი მონაწილეობდა, კენჭისყრის ეტაპზე 65 კანდიდატი გადავიდა.









