ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აღენიშნება და თენგიზ ცერცვაძის მსგავსად, ისიც სახლში მკურნალობს.
„ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში, შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ“, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციაში.