გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პატრიარქმა დალოცა და გიორგობა მიულოცა მრევლს და სრულიად საქართველოს.
„წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ილია მეორემ.