ილიკო სუხიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა

ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სუხიშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხეს შეეჯახა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ილიკო სუხიშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გადაუდებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.