ირაკლი კობახიძე ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ნიკა მელიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდის წევრები თავად დაუკავშირდნენ.

„ჩვენ დაგვიკავშირდა – მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ჩვენ მას ვუპასუხეთ. ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით. განგვიმარტა ასევე სავარაუდო ფორმატი ამ შეხვედრის, რაზეც ჩვენ მას განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.