კამკამიძე: ლოქდაუნმა შეიძლება, უკუეფექტი გამოიწვიოს

იმუნოლოგი, კლინიკა ნეოლაბის დირექტორი გიორგი კამკამიძე მიიჩნევს, რომ ლოქდაუნის გამოცხადება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ გამოასწორებს.

კამკამიძის განცხადებით, სიტუაციას პაციენტების სწორი გადანაწილება გააუმჯობესებს. 

“რეალურად, უფრო მძიმე პერიოდში მოგვიწია ჩვენ ამ ტალღის გადავლა, ვიდრე შეიძლება, რომ ეს ყოფილიყო მაგალითად ზაფხულის პერიოდში. ახლა ლოქდაუნი იქნება იმის საწინააღმდეგო ქმედება, საითკენაც მივდივართ, ეს არის სერვისების გაფართოება, გაძლიერება და სწორი გადანაწილება, ანუ სიტუაციის გაუმჯობესება შეიძლება მხოლოდ პაციენტების სწორი გადანაწილებით, რომ მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ საავადმყოფოებში, ვისაც რეალურად სჭირდება და დანარჩენების მართვა ბინაზე ხდებოდეს ეფექტურად, ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ და ლოქდაუნი ამ სისტემას კიდევ უფრო შეაფერხებს და შეიძლება, უკუეფექტი გამოიწვიოს არამარტო ეკონომიკურად, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც”, – განაცხადა მან.