კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის ოფიციალურ გვერდზე  გავრცელდა. როგორც ინფორმაციაში წერია, ის სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას. 

“ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას.”-წერია ინფორმაციაში. 

ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მე-14 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.  მან ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 39,5 %-ის მხარდაჭერა მიიღო. გოგი მეშველიანს, რომელიც ამავე ოლქში “ქართული ოცნებიდან” იყრიდა კენჭს,  ოლქის ამომრჩევლების 55.41% -მა მისცა ხმა.