კლინიკა “რუსთავში” დამატებითი საწოლების მობილიზება ხდება. ამის შესახებ ტვ4-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ლუკა სალუქვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და კლინიკას 25 თერაპიული და 10 რეანიმაციული საწოლი მომავალი კვირიდან დაემატება.
“ეს სამუშაოები თავის თავში მოიცავს ე.წ. სუფთა და ჭუჭყიანი სივრცეების მაქსიმალურად ზონიერებას. ვინაიდან, მოგეხსენებათ, ჩვენ ჰიბრიდული ტიპის დაწესებულება ვართ და გარდა კოვიდინფიცირებული პაციენტებისა გვიწევს სხვა პროფილის პაციენტების მომსახურება და მიღება.
შესაბამისად ამ სუფთა და ჭუჭყიანი სივრცეების ზონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მთელი ტექნიკური სამუშაოები გადართულია ამ მიმართულებით. მას შემდეგ რაც ეს სამუშაოები დასრულდება ჩვენ ვგეგმავთ25 თერაპიული და 10 რეანიმაციურლი საწოლის დამატებას,” – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლუკა სალუქვაძემ.