კლინიკა “რუსთავის” კოვიდისმიმღებ ცენტრში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ერთი ახალი შემთხვევა . ამის შესახებ TV4-ს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.
ამასთან, რუსთავის ცხელების ზონებში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ერთი ახალი შემთხვევა კლინიკა რუსთავში დადასტურდა, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი, 40 წლამდე ქალია. ხუთი შემთხვევა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში გამოვლინდა,ყველა პაციენტი რუსთაველია.
ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში ბოლო ოცდაოთხ საათში 10 პირი გამოიკვლიეს, საიდანაც “კოვიდ 19″ 5 პირს დაუდგინდა.