დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა,
- აჭარაში – 476,
- იმერეთში – 469,
- ქვემო ქართლში – 201,
- შიდა ქართლში – 134,
- გურიაში – 76,
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294,
- კახეთში – 69,
- მცხეთა-მთიანეთში – 19,
- სამცხე-ჯავახეთში – 92,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 373, აჭარაში – 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი – მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 – აჭარაში, ხოლო 1 088 – თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 508, აჭარაში-1 328.
სულ 6 ოქტომბრიდან – 10 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 14 098 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 568 პირი, აჭარაში – 16 826, იმერეთში – 4 385“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.