კლინიკა “რუსთავის” კოვიდისმიმღებ ცენტრის 6 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, 4 მათგანი რუსთაველია, ხოლო 2 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
კლინიკა “რუსთავში” ამ დროისთვის კიდევ 21 ადამიანის საკვლევი ნიმუშის პასუხს ელოდებიან. მათ შორის არიან კლინიკის თანამშრომლებიც.
კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში. ვირუსული ინფექცია სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ცენტრში ამ დროისთვის 4 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათი პასუხები კორონავირუსზე სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.