კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა

 კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 401-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ავრცელებს.

მისივე განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით თბილისში – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი ჯამში 49 218-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი და საერთო რაოდენობა 33 459-ს შეადგენს.