24 C
რუსთავი
მთავარი საზოგადოება კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 499-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა, 499 კი გარდაიცვალა