რუსთავის ცხელების ზონებში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც TV4-ს კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს, “კოვიდ -19″ ცხრა პაციენტს დაუდასტურდა, საიდანაც ორი კლინიკის თანამშრომელია, დანარჩენები კი საშუალო ასაკის პირები არიან და ყველა მათგანი რუსთაველია.
ჯამში კლინიკა “რუსთავში” “პი-სი-არ” ტესტირება 15 პირს ჩაუტარდა, ხოლო 18 პაციენტი სწრაფი ტესტით გამოიკვლიეს. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 33 საკვლევი ნიმუშიდან, ვირუსი 9 პირს დაუდგინდა.
რაც შეეხება ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას, ცენტრში კორონავირუსი 70 წლამდე პირს დაუდგინდა, რომელიც ასევე რუსთავის მკვიდრია. ამასთან, ცხელების ზონაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ კიდევ ხუთი პაციენტი რჩება, რომელთა ტესტის პასუხს ელოდებიან.