ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა,
- აჭარაში – 411,
- იმერეთში – 782,
- ქვემო ქართლში – 130,
- შიდა ქართლში – 74,
- გურიაში – 53,
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150,
- კახეთში – 133,
- მცხეთა-მთიანეთში – 79,
- სამცხე-ჯავახეთში – 59,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.
“ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113. 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 356, აჭარაში – 759. მძიმე პაციენტი გვყავს 645, მათ შორის, თბილისში – 320, აჭარაში – 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 111. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 645, აჭარაში-1 316.
სულ 6 ოქტომბრიდან – 8 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 13 448 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში – 5 637 პირი, აჭარაში – 16 360, იმერეთში – 4 403“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.









