კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა ცხელების ცენტრში

 საქართველოში გამოვლენილი 3 117 ახალი შემთხვევიდან , 259 ქვემო ქართლის რეგიონში დადასტურდა.

უწყებათშორისი სააკოორინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვემო ქართლის მხარეში ვირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

 “კოვიდ 19” დაუდასტურდა, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონის 14 პაციენტს. ეპიდემიოლოგებმა დღე-ღამის განმავლობაში ჯამში 16 პირი გამოიკვლიეს, ორის პასუხი ვირუსზე უარყოფითია.

 ცნობისთვის, კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო მონაცემებით, ვირუსი კლინიკის 7 თანამშრომელს აქვს დადასტურებული.  

რაც შეეხება კლინიკა რუსთავს, სამედიცინო დაწესებულებაში 20 პაციენტი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსი 13 მათგას დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების ინფორაციით, პაციენტების ნაწილი რუსთავის მკვიდრია, ნაწილი კი გარდაბნიდან შეყვანილი პირები არიან.