კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.   კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 40 727-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ავრცელებს.

გარდაიცვალა 28 ადამიანი. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა  335 შეადგენს.

 გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 25 104-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 

თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარაში – 369, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 86, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 187, კახეთში – 57, მცხეთა-მთიანეთში – 0, სამცხე-ჯავახეთში – 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 21”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კარანტინში იმყოფება 3 007 ადამიანი,  თვითიზოლაციაში კი  – 29 565 პირი.