ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 183 დადასტურებული შემთხვევიდან, 22 რუსთავში დაფიქსირდა. 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ამის შესახებ TV4-ს სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა.
მისივე თქმით, დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი ექიმია, ერთი კი ექთანი.ამასთან, დიაგნოსტიკურ ცენტრში სწრაფ ტესტებს ელოდებიან.
სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა კლინიკა “რუსთავში”. როგორც TV4-ს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, გუშინ ტესტი კოვიდზე 33 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის ვირუსი ხუთს დაუდასტურდა. დადასტურებულ შემთხვევებს შორის 2 ექიმია. კლინიკაში დამატებით 200 სწრაფი ტესტი მიიღეს.
რაც შეეხება ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას, ტესტი 6 ადამიანს ჩაუტარეს, მათ შორის კორონავირუსი 4 პაციენტს დაუდასტურდა. როგორც ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ აღნიშნა, პაციენტები რუსთაველები არიან.