რუსთავში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევები N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ tv4-ს განუცხადა, ყველა მათგანი რუსთაველია. მისივე თქმით, კლინიკაში 51 ადამიანი გამოიკვლიეს საიდანაც 24 დადებითი აღმოჩნდა.
რუსთავში დღის განმავლობაში ჯამში კორონავირუსის 29 შემთხვევა დადასტურდა. 24 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა, 4 კლინიკა “რუსთავში”, 1 კი ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში. ინფიცირებულთა შორისაა კლინიკა “რუსთავის” ორი სამედიცინო პერსონალი. ვირუსული ინფექცია ექიმსა და ექთანს დაუდგინდა.