რუსთავის ცხელების ცენტრში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის ინფორმაციით, ინფიცირებულები 70 წლამდე ასაკის პირები არიან.
ამდროისთვის, ცხელების ცენტრში საკუთარი ტესტის პასუხს 6 პაციენტი ელოდება.