კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა რუსთავში

რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ოთხივე მათგანი რუსთაველია.

კოვიდინფიცირებულები 35-იდან 80-წლამდე ქალები და მამაკაცები არიან და ისინი კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში გააგრძელებენ მკურნალობას.

ამასთან,  რუსთავის ცხელების ცენტრებში ამ დროისთვის 7 ახალი პაციენტია მოთავსებული.  მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.