რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც კლინიკაში ტვ4-ს განუცხადეს, სამი მათგანი რუსთაველია, ხოლო ერთი გარდაბნის მკვიდრი.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პაციენტები 1-ლ ნოემბერს გამოიკვლიეს და მათი პასუხები კორონავირუსზე დღეს გახდა ცნობილი.
კლინიკა “რუსთავში” გუშინ გამოიკვლიეს კიდევ 11 ადამიანი, რომელთა პასუხები სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
კორონავირუსი არ დაუდასტურდა რუსთავის ცხელების ცენტრი გამოკვლეულ 4 პაციენტს. ცენტრში ამ დროისთვის კიდევ 4 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათ მედიკოსები კორონავირუსზე გამოიკვლევენ.