კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა რუსთავში

ბოლო 24 საათში რუსთავში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეული 73 პირიდან 42-ის პასუხი დადებითია.

​კლინიკა “რუსთავში” გამოკვლეული 25 პირიდან კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი 30 წლამდე ასაკის მედპერსონალია, დანარჩენი 4 კი რუსთაველია. ასევე  2 პირზე ჩატარებული  სწრაფი ტესტის პასუხი დადებითია. პაციენტები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ მკურნალობას.  რაც შეეხება ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრს, გამოკვლეული 12 პირიდან 8 დადებითია. 

დღეს გამოვლენილი ახალი  შემთხვევებიდან 292 ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა.