კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა რუსთავის ცხელების ზონებში

რუსთავის ცხელების ზონებში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 5 მათგანი ცხელების ცენტრში გამოიკვლიეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტები რუსთაველები არიან და მათი ასაკი 35-დან 90 წლამდე  მერყეობს. მათივე ცნობით, ერთი პაციენტის ინფიცრების წყარო უცნობია.

მე-6 პაციენტს კორონავრუსი კლინიკა “რუსთავის” კოვიდისმიმღებ ცენტრში დაუდასტურდა. როგორც ეპიდემიოლოგი აცხადებს, მისი ბიოლოგიური საკვლევი ნიმუში გამოსაკვლევად პარასკევს გაგზავნეს და პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული კიდევ 11 პაციენტი ელოდება კორონავირუსზე ტესტის პასუხს.