კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა ქვემო ქართლში

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა,
  • აჭარაში – 389,
  • იმერეთში – 441,
  • ქვემო ქართლში – 68,
  • შიდა ქართლში – 51,
  • გურიაში – 28,
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114,
  • კახეთში – 20,
  • მცხეთა-მთიანეთში – 51,
  • სამცხე-ჯავახეთში – 27,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.