კორონაივურის ერთი ახალი შემთხვევა რუსთავის ცხელების ცენტრში

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ TV4-ს ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა მოხუც ქალს, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

​ცენტრში კორონავირუსზე მხოლოდ ერთი ადამიანი გამოიკვლიეს და მას ვირუსული ინფექცია დაუადსტურდა.

რაც შეეხება კლინიკა “რუსთავს” – ამ დროისთვის აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფიცირების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება.