ლიბანის ციხიდან 69 პატიმარი გაიქცა

Reuters-ის ინფორმაციით, ლიბანის ბააბდას რაიონის ციხიდან 69 პატიმარი გაიქცა.

სააგენტოს ცნობით, გაქცეული პატიმრებიდან ხუთი დაიღუპა, როდესაც ავტომობილი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ხეს შეეჯახა.

ლიბანის ხელისუფლებამ პატიმრების გაქცევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის აპრილში ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანის ციხეების პატიმრების ოჯახები მჯდომარე საპროტესტო აქციებს მართავდნენ და გადავსებულ ციხეებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.