მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოშია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დახვდნენ.

მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს ხვალ დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.