მამუკა მდინარაძე – ოპოზიციას აქცია ჩაუფლავდა, რის შემდეგაც სცადეს ცესკოში შეჭრა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციას „აქცია ჩაუფლავდა“.

“დღეს ჩვენ ვნახეთ მოცემულობა, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდ-ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან”,-განაცხადა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ღობეს ანგრევდნენ, ამ ღობეზე ფეხით დახტოდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს, ასეთ დროს, მსოფლიოში, არც ერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება.

“ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ, ამ ღობეზე ფეხით დახტოდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. ასეთ დროს, მსოფლიოში, არც ერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. დავუშვათ, როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. გაფრთხილება ხდება, როდესაც არის დაშლის წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად”,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.