გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდთან მტკვარში ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.